რაიან ჩერკი „ლივერპულის“ ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება #1TVSPORT

14:18, 22.12.2024

„ლივერპულის“ ერთი-ერთი მთავარი სამიზნე იანვრის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს „ლიონის“ ამომავალი ვარსკვლავი რაიან ჩერკი იქნება, – ინფორმაციას გამოცემა FootMercato ავრცელებს.

21 წლის ფრანგი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ტალანტად ითვლება. მისი დებიუტი „ლიონის“ რიგებში ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში შედგა.

გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 30 მილიონი ევროა, თუმცა ფრანგული კლუბი მის სანაცვლოდ, სავარაუდოდ, გაცილებით მეტს მოითხოვს.

მიმდინარე სეზონში რაიან ჩერკიმ „ლიონის“ რიგებში 18 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 5 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი