რაი რამოსმა „შუქურა“ დატოვა და ბრაზილიაში დაბრუნდა

ბრაზილიელმა დოს რაი რამოსმა საქართველო დატოვა და კარიერას თავის ძველ კლუბში, ბრაზილიის სერია B-ს ბინადარ „ლონდრინაში“ გააგრძელებს – ქობულეთის „შუქურას“ მცველზე ინფორმაციას Transfermarkt ავრცელებს.

გერმანული სამენეჯერო სააგენტოს ცნობით, 2018 წელს, ქობულეთელებმა ბრაზილიელი მცველი 50 000 ევროდ შეიძინეს, ბრაზილიურ კლუბს კი ფეხბურთელის უკან დაბრუნება 150 000 ევრო დაუჯდა.

გასულ სეზონში, 24 წლის რაი რამოსმა „შუქურაში“ 34 შეხვედრა ჩაატარა, ყველა ძირითად შემადგენლობაში და შვიდი გოლით გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.