რაჰიმ სტერლინგს სპეციალური ჯილდო გადაეცა - ფეხბურთელი რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დააფასეს
რაჰიმ სტერლინგს სპეციალური ჯილდო გადაეცა - ფეხბურთელი რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დააფასეს

რაჰიმ სტერლინგს რასიზმის წინააღმდეგ მტკიცე საზოგადოებრივი პოზიციისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა.

მანჩესტერ სიტისა და ინგლისის ნაკრების ფორვარდი თავის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით ხშირად გამოხატავს და მას გაზეთებიც გაუკრიტიკებია შავკანიანი ფეხბურთელების არაკორექტულად მოხსენიებისთვის.

„როდესაც შემდეგი თაობა წამოგვეწევა, მათ კარგი მაგალითი უნდა დავახვედროთ“, – ამბობს 24 წლის ფეხბურთელი, – „ლივერპულში რომ ვიწყებდი თამაშს, გარშემო სტივენ ჯერარდის მსგავსი ადამიანები მყავდა. მე მას ვბაძავდი და ვცდილობდი იმის ნახევარი მაინც გამოვსულიყავი, როგორი ადამიანიც ის არის და როგორი ფეხბურთელიც იყო. მე უბრალოდ პირად გამოცდილებაზე ვსაუბრობ ხოლმე და მიხარია, რომ ამდენი ხალხი მისმენს“.

ჯილდო ფებურთელს ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთბელმა გარეტ საუთგეიტმა გადასცა და განაცხადა, რომ სტერლინგის ქმედებებმა უზარმაზარი გავლენა მოახდინა ბრიტანულ საზოგადოებაზე.

ბოლო დროს რაჰიმ სტერლინგი რამდენჯერმე გახდა რასისტული სახის შეურაცხყოფის მსხვერლი, იანვარში კი მან წერილი მისწერა სიტის ახალგაზრდა გულშემატკივარს, რომელიც მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.