რაჰიმ სტერლინგს ორწლიანი პატიმრობა ემუქრება #1TVSPORT

19:11, 26.08.2026

„ლივერპულის“, „მანჩესტერ სიტის“, „ჩელსისა“ და „არსენალის“ ყოფილ ნახევარმცველს, რაჰიმ სტერლინგს კანონთან პრობლემები შეექმნა.

მაისის ბოლოს პოლიციამ 31 წლის ინგლისელი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის გამო დააკავა. ასევე, ფეხბურთელი ეჭვმიტანილია ნარკოტიკული ნივთიერების შენახვაში, გარდა ამისა, მან უარი თქვა ნარკოლოგიური ტესტის გავლაზე.

სტერლინგი 270 ათასი ფუნტის ღირებულების „ლამბორგინით“ ავარიაში მოხვდა, კერძოდ, გზატკეცილზე დამცავ ბარიერს შეეჯახა.

გაზეთი The Sun-ი ამტკიცებს, რომ ახლა ინგლისის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს სახიფათო მართვაში, მხიარული გაზის შენახვასა და დაკავების შემდეგ ანალიზის ჩაბარებაზე უარის თქმაში წარუდგინეს ბრალი. თუ დამნაშავედ ცნობენ, სტერლინგს, შესაძლოა, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

15 სექტემბერს სტერლინგი, რომელიც „ფეიენოორდიდან“ წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, სასამართლოს წინაშე წარდგება.

ავტოსაგზაო ინციდენტის შემდეგ ფეხბურთელი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა და საჯაროდ იშვიათად ჩნდება, თუ არ ჩავთვლით სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებს, რომლებზეც შვილებთან ერთად ფეხბურთს თამაშობს.

მსგავსი