რაჰიმ სტერლინგმა „ლივერპულში“ დაბრუნება არ გამორიცხა
რაჰიმ სტერლინგმა „ლივერპულში“ დაბრუნება არ გამორიცხა

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა რაჰიმ სტერლინგმა არ გამორიცხა, რომ ოდესღაც შეიძლება დაბრუნდეს „ლივერპულში”, რომელშიც 2010-15 წლებში თამაშობდა.

„შესაძლებელია თუ არა ჩემი დაბრუნება „ლივერპულში”? გულახდილად გეტყვით, რომ მიყვარს „ლივერპული“, – განაცხადა სტერლინგმა. – ეს გუნდი ყოველთვის ჩემს გულშია. „ლივერპულმა“ ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთა იმ დროს, როცა ფეხბურთელად ვყალიბდებოდი.“

რაჰიმ სტერლინგი „ლივერპულიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ 2015 წლის ზაფხულში წავიდა. ტრანსფერის თანხამ 63.7 მილიონი ევრო შეადგინა.