რაჰიმ სტერლინგი - რასიზმი ნორმა ხდება
რაჰიმ სტერლინგი - რასიზმი ნორმა ხდება

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა რაჰიმ სტერლინგმა საკუთარი აზრი გამოთქვა თანამედროვე ფეხბურთში რასიზმის პრობლემაზე.

„რასიზმი ნორმა ხდება. ხშირად შეიძლება ნახოთ, რომ მოთამაშე დამოუკიდებლად გადის მინდვრიდან. ძალიან ნაღვლიანია ამ ყველაფერზე დაკვირვება და მგონია, რომ ამ პრობლემას სერიოზულად არავინ ეკიდება. ხალხი ლაპარაკობს ამ თემაზე, მაგრამ თვეების განმავლობაში არაფერი იცვლება”, – მოჰყავს სტერლინგის სიტყვები ესპანურ გაზეთ AS-ს.

ნახევარმცველი 2017 წლიდან თამაშობს „სიტიში“, მანამდე კი სამი წელი „ლივერპულში“ გამოდიოდა.