რაჰიმ სტერლინგი რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყვეს
რაჰიმ სტერლინგი რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყვეს

ქალაქ მანჩესტერის პოლიცია იძიებს ინციდენტს, რომელიც პრემიერლიგის მე-18 ტურში „მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩის წინ მოხდა.

გაზეთ The Telegraph-ის ინფორმაციით, უცნობებმა შეაღწიეს „სიტის“ ბაზაზე, რასისტულ ნიადაგზე ნახევარმცველ რაჰიმ სტერლინგს შეურაცხყოფა მიაყენეს, ფეხში ჩაარტყეს და შემდეგ მიიმალნენ. ინციდენტი დაფიქსირებულია ვიდეოთვალის კამერებზე.

პოლიციამ მომხდარს სიძულვილის ნიადაგზე დანაშაულის კვალიფიკაცია მისცა.

ინციდენტის მიუხედავად, სტერლინგმა „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა.