რაჰიმ სტერლინგი ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებასა და შენახვაშია ეჭვმიტანილი #1TVSPORT

10:02, 30.05.2026

როტერდამის „ფეიენოორდის“ ფორვარდი რაჰიმ სტერლინგი პოლიციამ დააკავა ავტომობილის ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მართვისთვის, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა The Sun-მა.

31 წლის ინგლისელი ფეხბურთელი ჰემპშირში პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც სტერლინგი თავისი ავტომობილით ტრასაზე ბარიერს შეეჯახა.

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ეჭვმიტანილია ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებასა და შენახვაში. ფეხბურთელმა ანალიზების ჩაბარებაზე უარი განაცხადა. ის გამოძიების დასრულებამდე თავდებით გაანთავისუფლეს.

რაჰიმ სტერლინგი „ფეიენოორდში“ თებერვლიდან თამაშობს და კონტრაქტი ნიდერლანდულ კლუბთან 30 ივნისს ეწურება. 2025-26 წლების სეზონში ინგლისელმა რვა მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი