ინგლისის ნაკრების ყოფილი გარემარბი რაჰიმ სტერლინგი ლონდონის „ჩელსიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით „ფეიენოორდში“ გადავიდა. ამის შესახებ ნიდერლანდურმა კლუბმა საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერა.
31 წლის ფეხბურთელი „ჩელსიში“ 2022 წლიდან თამაშობდა. ამ სეზონში მას არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა. 28 იანვარს ლონდონურმა კლუბმა ფეხბურთელის წასვლის შესახებ გამოაცხადა.
რაჰიმ სტერლინგი ოთხჯერ იყო ინგლისის ჩემპიონი „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში.