რაჰიმ სტერლინგი „ჩელსიში“ გადადის #1TVSPORT
რაჰიმ სტერლინგი „ჩელსიში“ გადადის #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი რაჰიმ სტერლინგი ახლოს არის ლონდონის „ჩელსიში“ გადასვლასთან. ამის შესახებ გაზეთი Independent წერს.

წყაროს ცნობით, სტერლინგის ტრანსფერი უახლოეს ხანებში გაფორმდება. „ჩელსი“ ინგლისელ ფორვარდში 45 მილიონ ფუნტს გადაიხდის. კიდევ 10 მილიონს „სიტი“ ბონუსების სახით მიიღებს.

ასევე ლონდონური კლუბი განიხილავს „იუვენტუსიდან“ მატეის დე ლიგტისა და „მანჩესტერ სიტიდან“ ნათან აკეს შეძენის ვარიანტებს.

გასულ სეზონში 27 წლის სტერლინგმა 47 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.