რაგბის მსოფლიო თასი | საქართველოს ნაკრების მეტოქეების შეხვედრა უელსის გამარჯვებით დასრულდა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთში, რაგბის მსოფლიო თასზე, 16 სექტემბერს სამი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ნაკრების ჯგუფში ერთმანეთს უელსისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, შეხვედრა უელსელთა გამარჯვებით დასრულდა – 28:8. მოგებასთან ერთად, ქართველების მომავალმა მეტოქემ მეორე შეხვედრაშიც მოახერხა ბონუსქულის აღება.

პორტუგალიელებმა მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ მხოლოდ ერთი ლელოს დადება მოახერხეს.

23 სექტემბერს საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება და მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

სათამაშო დღის პირველ მატჩში სამოამ ჩილე ბონუსქულით, 43:10 დაამარცხა.

დღის დასკვნით მატჩში ირლანდიის ნაკრები ტონგას შეხვდა.

ფავორიტად მიჩნეულმა ირლანდიელებმა პირველ ტაიმში ოთხი ლელოს დადეს. ირლანდიის ნაკრებს ტემპი არც მეორე ნახევარში დაუგდია, მეტოქეს ოთხი გარდასახული ლელო დაუდო და საბოლოოდ 59:16 გაიმარჯვა.

ამ მატჩში ირლანდიელთაგან მეოთხე ლელო ნაკრების კაპიტანმა, 38 წლის ჯონათან სექსტონმა (მიმდინარე მსოფლიო თასზე მესამე ლელო) დადო და ირლანდიის ნაკრების  ისტორიაში საუკეთესო მექულე გახდა (1090 ქულა), ამ მაჩვენებლით სექსტონმა რონან ო’ჰარას რეკორდი (1083 ქულა) გააუმჯობესა.

16 სექტემბერი:


სამოა – ჩილე 43:10


ლელო: პაია’აუა, ტაუმატინე, ლი, მალოლო (2) – დიტუსი.

გარდასახვა: ლეალიფინო (2), საპოაგა – ვიდელა.

ჯარიმა: ლეალიფინო (4) – გარაფულიკი.


უელსი-პორტუგალია 28:8


ლელო: რეს ზამიტი, ჯ. უილიამსი, მორგანი, ფალეტაუ – მარტინში.

გარდასახვა: ჰალფპენუ (3). კოსტელო.

ჯარიმა: – მარკეში.


ირლანდია – ტონგა 59:16


ლელო: ბერნი, დორისი, ჰანსენი, სექსტონი, ლოუ, აკი (2), ჰერინგი – ფიფიტა.

გარდასახვა: სექსტონი (4), ბირნი (4) – ჰავილი.

ჯარიმა: სექსტონი – ჰავილი (3).

17 სექტემბერს მსოფლიო თასზე სამი თამაში გაიმართება, მათ შორის გამოსარჩევია საქართველოს ნაკრების მეტოქეების, ავსტრალიისა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა.

მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი, ტელესკოლა და საქართველოს რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.

17:00 | სამხრეთ აფრიკა – რუმინეთი (პირდაპირი რეპორტაჟი ტელესკოლაზე)

19:45 | ავსტრალია – ფიჯი (პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე)

23:00 | ინგლისი – იაპონია (პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე).