რაგბის მსოფლიო თასი | პორტუგალიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასი | პორტუგალიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

საქრთველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიო თასზე პორტუგალიასთან გასამართი შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

შეხვედრა ტულუზში 23 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102.3) შემოგთავზებთ.

ავსტრალიასთან მატჩისგან განსხვავებით, მწვრთნელებმა შემადგენობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელეს. ტრავმა მოიშუშა და მოედანს დაუბრუნდა მესამეხაზელი ბექა საღინაძე, მეორე ფლანკერი კვლავ თორნიკე ჯალაღონიაა, ხოლო შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე იქნება.

მეორე ხაზში თამაშს ლადო ჩაჩანიძე დაიწყებს, ის კოტე მიქაუტაძეს შეუწყვილდება.

შეიცვალა ორივე ბურჯი. მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველად ითამაშებს მიხეილ ნარიაშვილი, მარქაფიდან დაწინაურდა ბექა გიგაშვილი, შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნა შალვა მამუკაშვილმა.

ძირითადში დაწინაურდნენ გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე. ცენტრში გუნდის კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს (რომელიც 50-ედ უკაპიტნებს ნაკრებს) გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება. თავის მეოთხე მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს სანდრო თოდუა. აკაკი ტაბუცაძე და დავით ნინიაშვილი კვლავ სასტარტო შემადგენლობაში არიან.

საქართველო – პორტუგალია. 23 სექტემბერი, 16:00


საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი („ლიონი“), 14. აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), 13. გიორგი კვესელაძე („გლოსთერი“), 12. მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა („შავი ლომი“), 10. თედო აბჟანდაძე („მონტობანი“), 9. გელა აფრასიძე („ბეიონი“);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი („შავი ლომი“), 2. შალვა მამუკაშვილი („შავი ლომი“), 3. ბექა გიგაშვილი („ტულონი“), 4. ლადო ჩაჩანიძე („ნევერი“), 5. კოტე მიქაუტაძე („ბეიონი“), 6. თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“), 7. ბექა საღინაძე („ლიონი“), 8. ბექა გორგაძე („პო“).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე („შავი ლომი“), 17. გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ 92“), 18. გურამ პაპიძე („პო“), 19. ნოდარ ჭეიშვილი („შავი ლომი“), 20. გიორგი ცუცქირიძე („სტად ფრანსე“); 21. ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“), 22. ლუკა მატკავა („შავი ლომი“), 23. დემურ თაფლაძე („შავი ლომი“).

პორტუგალია

ხაზი: 15. ნუნუ გედეში, 14. რაფაელ სტორი, 13. პედრო ბეტენკური, 12. ტომას აპლეტონი (კაპ), 11. როდრიგო მარტა, 10. ჯერონიმო პორტელა, 9. სამუელ მარკეში.

შერკინება: 1. ფრანსისკო ფერნანდეში, 2. მაიკ ტაჯერი, 3. დიოგო ფერეირა, 4. ჟოზე მადეირა, 5. სტივი სერკეირა, 6. ჟოაო გრანატე, 7. ნიკოლა მარტინსი, 8. რაფაელ სიმოეში.

მარქაფა: 16. დავდ კოსტა, 17. ლიონელ კამპერგი, 18. ანტონი ალვეში, 19. მარტიმ ბელო, 20. დავიდ ვალისი, 21. ტიბო დე ფრეიტასი, 22. პედრო ლუკასი, 23. მანუელ პინტო.