რაგბის მსოფლიო თასი | ლევან მაისაშვილი - შეცდომებს გავაანალიზებთ და შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასი | ლევან მაისაშვილი - შეცდომებს გავაანალიზებთ და შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე პირველი შეხვედრა ჩაატარა და ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა თამაში შეაფასა:

„ეს ამ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების პირველი თამაში იყო, ძლიერი მეტოქე გვყავდა და რთული შეხვედრა გამოვიდა. პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ და საკუთარი თავი წნეხში მოვაქციეთ. მეორე ნახევარში ვითარების გამოსწორება ვცადეთ და თამაშის ხარისხიც გავაუმჯობესეთ.

სამწუხაროდ, შეცდომების გამო რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, რის გამოც იმედგაცრუებული ვარ. მომდევნო თამაშამდე დრო გვაქვს, გავაანალიზებთ განვლილ შეხვედრას და შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ“.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 23 სექტემბერს, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.