რაგბის მსოფლიო თასი | ლევან მაისაშვილი - ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასი | ლევან მაისაშვილი - ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ #1TVSPORT

მსოფლიო თასზე პორტუგალიასთან ფრედ (18:18) დასრულებული მატჩი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა შეაფასა:

„პირველ ტაიმში ყველაფერი კარგად მიდიოდა, თამაში კარგად დავიწყეთ და ყველა ასპექტში ვდომინირებდით. ლელოს დასადებად ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.

მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა, პორტუგალია კარგად ათამაშდა, ჩვენ კი უპირატესობა დავთმეთ და მეტოქეს ბევრის საშუალება მივეცით. სანამ სიტუაციაში გავერკვიეთ, მომენტები გავუშვით და მეტოქეს დაწინაურების შესაძლებლობა მივეცით.

როდესაც ანგარიშში ჩამორჩები, ჩქარობ და შეცდომებსაც უშვებ. გადამწყვეტი რაქში თამაში აღმოჩნდა, სადაც ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და საბოლოოდ დავისაჯეთ. ჩვენ მიერ დაშვებულმა შეცდომებმა საბოლოოდ შედეგზეც იმოქმედა და გამარჯვება ხელიდან გავუშვით“.