რაგბის მსოფლიო თასი | ფიჯისთან მიღებული ტრავმების გამო მოდებაძე, ჯაიანი და ზამთარაძე რამდენიმე თვე ვერ ითამაშებენ #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასი | ფიჯისთან მიღებული ტრავმების გამო მოდებაძე, ჯაიანი და ზამთარაძე რამდენიმე თვე ვერ ითამაშებენ #1TVSPORT

რაგბის მსოფლიო თასზე, ფიჯისთან მატჩისას მიღებული ტრავმების გამო საქართველოს ნაკრების მორაგბეები, – ლაშა ჯაიანი, მირიან მოდებაძე და თენგიზ ზამთარაძე ბორდოში დარჩნენ. დაზიანებების სირთულიდან გამომდინარე, მათ ოპერაციები დასჭირდათ: მოდებაძემ ყვრიმალისა და თვალის ბუდის ძვალი გაიტეხა, ჯაიანმა წვივის ძვალი ორ ადგილას მოიტეხა, ზამთარაძეს კი იდაყვის ამოვარდნა და ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა.

სამივე მორაგბეს ოპერაცია სამშაბათს ბორდოში ჩაუტარდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი „ბორჯღალოსანთა“ მთავარმა ექიმმა, ნუცა შამათავამ გააკეთა:

„ქართველ მორაგბეებს ოპერაცია სამშაბათს ბორდოში, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში ჩაუტარდათ. გართულებებს ადგილი არ ჰქონია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გუნდს 6 ოქტომბერს ნანტში შეუერთდებიან.

მირიან მოდებაძე თამაშს ორ თვეში შეძლებს, თუმცა თავიდან დამცავი ნიღბის გამოყენება მოუწევს. სამი თვე დასჭირდება ზამთარაძის რეაბილიტაციას, ლაშა ჯაიანი კი მოედანს 4-5 თვეში დაუბრუნდება“.