რაგბის მსოფლიო თასი | დავით ნინიაშვილი ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასი | დავით ნინიაშვილი ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

რაგბის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპი დასრულების შემდეგ მოთამაშეთა სტატისტიკური მაჩვენებლები Opta-მ შეაჯამა და სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების მოარაგბე დავით ნინიაშვილი მოხვდა.

21 წლის ნინიაშვილი მსოფლიო თასის ოთხივე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო, ფიჯისთან შეხვედრაში ორი ჯარიმა გაიტანა, უელსთან კი შესანიშნავი ლელო დადო. საქართველოს ნაკრებში ნინიაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ. Opta-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მან, საერთო ჯამში, 524 მეტრი დაფარა, 52-ჯერ მოახერხა ბურთის წაღება (22-ჯერ გასცდა მცველებს).

Opta-ს მიერ შედგენილი ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

15 დავით ნინიაშვილი (საქართველო), 14. დამიან პენო (საფრანგეთი), 13. ჰარი რინგროუზი (ირლანდია), 12. ბუნდე აკი (ირლანდია), 11. ვილ ჯორდანი (ახალი ზელანდია), 10. მატიო ჟალიბერი (საფრანგეთი), 9. სამუელ მარკეში (პორტუგალია)

1. ანგუს ბელი (ავსტრალია), 2. პეატო მაუვაკა (საფრანგეთი), 3. ბენ ტამეიფუნა (ტონგა), 4. ტად ბირნი (ირლანდია), 5. ტეო მაკფარლანდი (სამოა), 6. მანუელ არდაო (ურუგვაი), 7. ნიკოლას მარტინში (პორტუგალია), 8. ლორენცო კანონე (იტალია).

აღსანიშნავია, რომ პოპულარულმა სარაგბო გამოცემამ, Rugby World Magazine-მა იმ მოთამაშეთა სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელთა ნაკრებები პლეი ოფში ვერ გავიდნენ, ნინიაშვილი ამ სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.