რაგბის მსოფლიო თასი | ბექა გორგაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასი | ბექა გორგაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT

რაგბის მსოფლიო თასის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან ფრედ, 18:18 ითამაშა.

სარაგბო ვებგვერდმა, planetrugby.com-მა მესამე ტურის შეხვედრების შემდეგ სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც საქართველოს ნაკრების მოთამაშეებიდან ბექა გორგაძე მოხვდა.

„საქართველოს ნაკრებისა და პორტუგალიის შეხვედრაში ბექა გორგაძე ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მან რამდენიმე ეპიზოდში ეფექტური მოქმედებებით დაგვამახსოვრა თავი“, – ასე აფასებს გამოცემა გორგაძის თამაშს. აღსანიშნავია, რომ სიმბოლურში ორი მოთამაშე პორტუგალიის ნაკრებიდან მოხვდა – ჟოზე დუარტ მადეირა და პედრო ბეტენკური.

გასული ტურის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

15. დამიან ვილემსე (სამხრეთ აფრიკა), 14. დამიან პენო (საფრანგეთი), 13. პედრო ბეტენკური (პორტუგალია), 12. ბანდე აკი (ირლანდია), 11. ჰენრი არუნდელი (ინგლისი), 10. გარეთ ანსკომბი (უელსი), 9. ანტუან დუპონი (საფრანგეთი), 8. ბექა გორგაძე (საქართველო), 7. ჯეკ მორგანი (უელსი), 6. ჩარლზ ოლივონი (საფრანეგთი), 5. ტად ბირნი (ირლანდია), 4. ჟოზე დუარტ მადეირა (პორტუგალია), 3. ბენ ტამეიფუნა (ტონგა), 2. თეო დანი (ინგლისი), 1. ენდრიუ პორტერი (ირლანდია).