რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

უმცროსი „ბორჯღალოსნების“ გუნდში 30 მორაგბეა – მათ შორის 17 მორკინალი და ხაზის 13 მოთამაშე. 30 მორაგბიდან 15 ლეგიონერია. გუნდში 11 ისეთი მოთამაშეა (2004 წელს დაბადებული), რომელიც 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გაისადაც ითამაშებს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები

შერკინება: გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“), სერგო აბრამიშვილი („სტად ფრანსე“), ლაშა ფხაკაძე („ნევერი“), ნიკა ბაბუნაშვილი („ლელო“), ბასა ხონელიძე („ორიაკი“), თამაზ ჭამიაშვილი („ხარები“), ირაკლი აფციაური („გრენობლი“), ბადრი ციხისთავი („ბეიონი“), დავით მჭედლიძე („ტულონი“), გურამ ღანიაშვილი („გრენობლი“), გიორგი ნიკოლაძე („აია“), გიორგი გერგედავა („კლერმონი“), ნიკა ლომიძე („ხარები“), ლაშა ციხისთავი („ბეიონი“), რატი ზაზაძე („ნევერი“), ნიკოლოზ საყვარელიძე („ორიაკი“), თორნიკე ღანიაშვილი („ლელო“);

ხაზი: დავით ხუროშვილი („ლელო“), სანდრო ჯიღაური („ლელო“), ნიკოლოზ კუპრაშვილი („ყოჩები“), პეტრე ხუციშვილი („ლელო“), გელა ხელაძე („ლელო“), ნიკოლას რაგოევი („ნევერი“), გიორგი შველიძე („ბრივი“), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), შალვა აფციაური („ლელო“), ლუკა ხორბალაძე („ლელო“), ლუკა ცირეკიძე („ლელო“), ვაჟა მიქაძე („ლელო“), ლუკა კობაური („პერპინიანი“).

20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის 20-წლამდელებთან ერთად მოხვდა.

ლადო კილასონიას გუნდი პირველ შეხვედრას 24 ივნისს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ჩაატარებს (21:00 თბილისის დროით), 29 ივნისს საქართველოს ნაკრების მეტოქე არგენტინა იქნება (18:30), ხოლო ჯგუფის ბოლო შეხვედრაში 4 ივლისს იტალიას ვეთამაშებით (13:00).

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ოთხი საუკეთესო გუნდი თასისთვის განაგრძობს ბრძოლას, მომდევნო ოთხეული – მეხუთე-მერვე ადგილებს, ხოლო მესამე ოთხეული მეცხრე-მეთორმეტე ადგილებს გაითამაშებს. ნახევარფინალური შეხვედრები 9 ივლისს გაიმართება, ფინალები კი 14 ივლისს.

რომელი ადგილისთვის იბრძოლებს საქართველოს ნაკრები და ვინ იქნება მისი მეტოქე, ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით გაირკვევა. მე-12 ადგილზე გასული გუნდი გაისად ალაფაზე დაქვეითდება, მის ადგილს კი წლევანდელი ალაფის გამარჯვებული დაიკავებს, რომელიც კენიაში 15-30 ივლისს გაიმართება.

საქართველოს ნაკრებმა 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელიც 2008 წლიდან ტარდება, პირველად 2016 წელს ითამაშა, მე-10 ადგილი დაიკავა და ალაფიდან დაწინაურებული პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. 2017 და 2019 წლებში საქართველო ასევე მეათე იყო, 2018 წელს კი ჯერჯერობით სარეკორდო მეცხრე ადგილი დაიკავა.