რაგბი | უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი უეინ პივაკი - დღევანდელი დღით ვერ ვიამაყებთ #1TVSPORT
რაგბი | უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი უეინ პივაკი - დღევანდელი დღით ვერ ვიამაყებთ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებთან წაგების (12:13) შემდეგ, უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უენ პივაკმა თამაში შეაფასა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე, საკუთარ მომავალზე ილაპარაკა. საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ, 60 წლის პივაკი უელსის ნაკრების პირველი მწვრთნელი გახდა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა საქართველოსა და იტალიის ნაკრებთან საკუთარ მოედანზე წააგო.

„მატჩის შემდეგ, მოთამაშეებთან ხანმოკლე საუბარი მქონდა, იმედგაცრუებული ვართ. ეს ნამდვილად წარუმატებლობა იყო, დღევანდელი დღით ვერ ვიამაყებთ. რაც შეეხება ნაკრებში ჩემს მომავალს, ამ საკითხზე გადაწყვეტილება სხვებმა უნდა მიიღონ, ჩვენ კი ხვალიდან ახალი კვირის გეგმას შევადგენთ და მომავალი მატჩისთვის დავიწყებთ მომზადებას. განვაგრძობთ შრომას და ორიენტირებულნი ვართ, რომ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.

პირველი ტაიმის შემდეგ ვფიქრობდით, რომ შეხვედრის მიმდინარეობას კარგად ვაკონტროლებდით, მაგრამ მეორე ნახევარში შეცდომები დავუშვით და საბოლოოდ ასეთი შედეგი მივიღეთ“ – განაცხადა უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.