რაგბი - შოტლანდია თბილისში ჩამოვა
რაგბი - შოტლანდია თბილისში ჩამოვა

შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2019 წელს საქართველოში ჩამოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ  ევროპის დიდი ექვსეულის  გუნდთან ტესტ-მატჩს „ბორჯღალოსნები“ თბილისში პირველად გამართავენ.

შეხვედრა 2019 წლის მსოფლიო თასის წინ გაიმართება. სერია ორი მატჩისგან შედგება. მილტონ ჰეიგის გუნდი შოტლანდიას 24 აგვისტოს „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდება, ხოლო 6 ან 7 სექტემბერს იგივე მეტოქეს შოტლანდიის მთავარ სარაგბო არენაზე „მარიფილზე“ შეხვდება.

საქართველო შოტლანდიას პირველად 2011 წლის მსოფლიო თასზე, ახალ ზელანდიაში ეთამაშა და ლელო არ გაუშვა, თუმცა გამარჯვება მეტოქეს დარჩა – 15:6. ორი წლის წინ კი შოტლანდიელებს ქალაქ კილმარნოკში ორი ლელო გავუტანეთ, მაგრამ გამარჯვება ამ შემთხვევაშიც მასპინძლებს დარჩათ – 43:16.