რაგბი | საქართველოს ნაკრები რეიტინგში დაწინაურდა #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს ნაკრები რეიტინგში დაწინაურდა #1TVSPORT

მსოფლიო რაგბის ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. კარდიფში უელსის ნაკრებთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ (13:12) საქართველო კლასიფიკაციაში ერთი საფეხურით დაწინაურდა — „ბორჯღალოსნები“ 75.19 ქულით მე-13 პოზიციაზე არიან, მე-12 ადგილზეა იტალიის ნაკრები (75.95).

რაც შეეხება მომავალ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებს, უელსი ორი საფეხურით დაქვეითდა და ამჟამად მე-9 ადგილზეა (79.26 ქულა), მას ერთი ადგილით უსწრებს ავსტრალიის ნაკრები (80.64), მე-14 პოზიციას იკავებს ფიჯი (74.84), ხოლო პორტუგალია (65.97) მე-18 ადგილზეა.

რეიტინგის პირველი ხუთეული ასეთია: ირლანდია (90.63), საფრანგეთი (90.01), ახალი ზელანდია (88.98), სამხრეთ აფრიკა (88.01) და ინგლისი (84.62).