რაგბი | ნოემბრის ტესტები - ბექა გორგაძე კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT

6 ნოემბერს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, ნოემბრის ტესტების პირველ შეხვედრაში ურუგვაი დაამარცხა (34:18). ამ შეხვედრაში „ბორჯღალოსანთა“ ერთ-ერთმა ლიდერმა, 26 წლის ბექა გორგაძემ, სამი ლელო გაიტანა და Tight Five Rugby-ის მიერ შედგენილ კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. სიმბოლურში გორგაძე ე.წ. ტიერ 2-ის ქვეყნების ერთადერთი წარმომადგენელია.

კვირის სიმბოლურში ყველაზე მეტი 4 მორაგბე ახალი ზელანდიის ნაკრებიდანაა, 3 მოთამაშეა ირლანდიიდან, 2-2 არგენტინიდან და იტალიიდან და თითო-თითო – სამხრეთ აფრიკიდან, შოტლანდიიდან და საფრანგეთიდან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტების მეორე მატჩს, 12 ნოემბერს, თბილისში, „დინამო არენაზე“, სამოას ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.