რაგბი | ნინიაშვილი და ჭეიშვილი ვარსკვლავებს შორის - ორი ქართველი სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
რაგბი | ნინიაშვილი და ჭეიშვილი ვარსკვლავებს შორის - ორი ქართველი სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT

რაგბიში ნოემბრის ტესტების მესამე კვირის შემდეგ, რომლის დროსაც საქართველოს ნაკრებმა კარდიფში უელსის ნაკრები დაამარცხა (13:12), პოპულარულმა სარაგბო პორტალმა Rugbypass-მა სიმბოლურ ნაკრებში „ბორჯღალოსნების“ ორი მორაგბე შეიყვანა — ნოდარ ჭეიშვილი  და დავით ნინიაშვილი. კარდიფში ჩატარებულ შეხვერდარაში ორივე მათგანმა შეუცვლელად ითამაშა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

Rugbypass-ის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

ვუნიპოლა (ინგლისი), შენანი (ირლანდია), სტიუარტი (ინგლისი), ჭეიშვილი (საქართველო), უაიტლოკი (ახალი ზელანდია), ქარი (ინგლისი), პაპალიი (ახალი ზელანდია), დორისი (ირლანდია), ლუკუ (საფრანგეთი), რასელი (შოტლანდია), არენდსე (სამხრეთ აფრიკა), ფარელი (ინგლისი), იოანე (ახალი ზელანდია), გრემი (შოტლანდია), ნინიაშვილი (საქართველო).