რაგბი | მერაბ შარიქაძე - დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ ჩემპიონობა იქნება #1TVSPORT
რაგბი | მერაბ შარიქაძე - დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ ჩემპიონობა იქნება #1TVSPORT

დღეს, 19 მარტს ესპანეთის ქალაქ ბადახოსში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

„ბორჯღალოსნები“ ამ მატჩისთვის პორტუგალიაში მოემზადნენ. გუნდი უკვე ბადახოსშია. მომავალ შეხვედრასთნ დაკავშირებით კომენტარი ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ გააკეთა:

„მატჩისთვის მაქსიმალურად მზად ვართ. აქამდეც ბევრჯერ გვითქვამს – დასანანია, რომ ფინალი ბადახოსშია და არა თბილისში. თუმცა, ყველას უნდა დავანახოთ, რომ ეს არაფერს ცვლის – ჩვენი მიზანი ამ ტურნირის მოგებაა. ამ შეხვედრას არაერთი სიმბოლური დატვირთვა აქვს და თან ძალიან პრინციპულიცაა. იმდენი რამ ემთხვევა ერთმანეთს, რომ დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ ჩემპიონობა იქნება“.

აქვე გეტყვით, რომ თუ პორტუგალიას დავამარცხებთ, ეს რაგბი ევროპაზე მოპოვებული მე-100 გამარჯვება იქნება, რაგბი ევროპის ტიტულს კი მე-15 მოვიგებთ. ამას გარდა, სარეკორდოდ გაიზრდება წაუგებელი მატჩების სერია (29) და მსოფლიოს რაგბის რეიტინგში მე-11 ადგილზე გადავინაცვლებთ.