რაგბში ჩელენჯ თასის ფინალში „ლიონი“, სადაც საქართველოს ნაკრების მორაგბეები – დავით ნინიაშვილი, ბექა საღინაძე, ირაკლი აფციაური და ბექა შვანგირაძე თამაშობენ, ინგლისური „ბასს“ შეხვდა და 12:37 დამარცხდა.
ბექა საღნაძემ 58 წუთი ითამაშა, ნინიაშვილი მატჩის მიწურულს, 71-ე წუთზე შეცვალეს, ირაკლი აფციაური თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო ბექა შვანგირაძემ თამაში ტრავმის გამო გამოტოვა.
„ბასმა“ ოთხი გარდასახული ლელოს დადება და სამი ზუსტი საჯარიმოს გატანა მოახერხა, რასაც „ლიონმა“ ორი ლელოთი (მათგან ერთი გარდასახა) უპასუხა, საბოლოოდ 12:37 წააგო და ტიტულის მეორედ მოპოვება ვერ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ ნინიაშვილსა და საღინაძეს ჩელენჯ თასი 2021/22 წლების სეზონში მოგებული აქვთ, როდესაც „ლიონმა“ ისტორიაში პირველად შეძლო აღნიშნულ ტურნირში წარმატების მიღწევა.
„ბასმა“ 17-წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო ჩელენჯ თასის მოგება – ბოლოს კლუბს ეს ტიტული 2007-2008 წლების სეზონში ჰქონდა მოგებული.