რაგბი | ლადო კილასონია - გააზრებული გვაქვს ის პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია #1TVSPORT
რაგბი | ლადო კილასონია - გააზრებული გვაქვს ის პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია #1TVSPORT

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 29 ივნისს ჯგუფის მეორე თამაშს არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ. შეხვედრა 18:30 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

არგენტინასთან მატჩამდე 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ მომავალ მატჩსა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა:

„ვეთამაშებით არგენტინის ძალიან ძლიერ ნაკრებს, რომელმაც პირველი თამაში ბრწყინვალედ ჩაატარა და იტალიას მოუგო (43:15). გააზრებული გვაქვს მეტოქის სიძლიერე და ის პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია. შევეცდებით ჩვენი თამაში კიდევ უფრო დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ. ჩვენი მთავარი მიზანი იმ დეტალების გაუმჯობესება იქნება, რაც სამხრეთ აფრიკასთან პირველ ტაიმში ვერ შევასრულეთ. ვიცით, რა ასპექტებში უნდა ვიყოთ უკეთესები.

არგენტინა უხერხული მეტოქეა ნებისმიერი გუნდისთვის, კარგი მწვრთნელებითა და შემსრულებლებით. ეს არის გუნდი, რომელმაც ზუსტად იცის, რა შეუძლია“.