რაგბი | იძულებითი ცვლილება – ნაკრებში ლაშა ჯაიანის ნაცვლად მიხეილ ბაბუნაშვილი გამოიძახეს

17:00, 04.11.2022

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „შევარდენის“ ბაზაზე ურუგვაისთან ნოემბრის ტესტების პირველი მატჩისთვის ემზადება. მწვრთნელებს შემადგენლობაში იძულებითი ცვლილების გაკეთება დასჭირდათ – ლაშა ჯაიანს მუხლის ტრავმა აქვს, მის ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შეკრებაზე „შავი ლომიდან“ მიხეილ ბაბუნაშვილი გამოიძახა.

ბორჯღალოსნები ნოემბერში სამ შეხვედრას გამართავენ. პირველი ორი თამაში საქართველოში ჩატარდება – 6 ნოემბერს ურუგვაის ვმასპინძლობთ, რომელიც საფრანგეთის მსოფლიოს თასზე ამერიკა 1-ის სახელით მოხვდა, ხოლო 12 ნოემბერს სამოას (ოკეანეთი 1). ნოემბრის ტესტებს 19-ში უელსთან, კარდიფში, „პრინციფალითიზე“ დაასრულებს.

მსგავსი