რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალისთვის „შავი ლომის“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალისთვის „შავი ლომის“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

17 დეკემბერს, 16:00 საათზე თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე, რაგბი ევროპის სუპართასის ფინალურ შეხვედრაში „შავი ლომი“ „თელავივ ჰითს“ (ისრაელი) დაუპირისპირდება. ამ მატჩისთვის ქართული გუნდის სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა.

ესპანურ „იბერიანსთან“ ნახევარფინალური მატჩის (41:9) შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში მწვრთნელებმა რამდენიმე ცვლილება განახორციელეს. ფულბეკის პოზიციაზე თამაშს გამოცდილი ლაშა ხმალაძე იწყებს, ტრავმირებულ აკა ტაბუცაძეს ფრთაზე მირიან მოდებაძე შეცვლის. ღერძად კვლავ თენგიზ პერანიძისა და ლუკა მატკავას დუეტს ვიხილავთ, ხოლო ცენტრში გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და დემე თაფლაძე შეწყვილდებიან, მეორე ფრთაზე კი ოთარ ლაშხი დადგება.

მესამე ხაზში ტრავმირებული მიხეილ გაჩეჩილაძე ნიკო აფციაურმა შეცვალა. მესამე ხაზში თამაშს სანდრო მამამთავრიშვილი და ლუკა ივანიშვილი იწყებენ; უცვლელია პირველი და მეორე ხაზი: ნიკა აბულაძე, შალვა მამუკაშვილი, ნიკა პატარაია, ნოდარ ჭეიშვილი და მიხეილ ბაბუნაშვილი.

„შავი ლომის“ შემადგენლობა

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ნიკა ხატიაშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. თორნიკე აქუბარდია, 20. პაატა გალდავა, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. სანდრო თოდუა.

„ჰითი“ ერთადერთი გუნდია, რომელთანაც „შავ ლომს“ არ მოუგია და ახლა ამის კარგი შანსი აქვს. აღსანიშნავია, რომ თბილისი სუპერთასის ფინალს პირველად უმასპინძლებს. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც ისრაელის გუნდმა ნახევარფინალში „ლუზიტანუში“ პორტუგალიაში 30:22 დაამარცხა, ხოლო „შავმა ლომმა“ ესპანურ „იბერიანსს“ 41:9 სძლია.