რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ, ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფორმატმა ცვლილება განიცადა  – მონაწილეთა რაოდენობა 6-იდან 8 გუნდამდე გაიზარდა, რომლებიც პირველ ეტაპზე ორ ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოსთან ერთად A ჯგუფში ესპანეთი, ნიდერლანდები და გერმანია ითამაშებენ, B ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი მოხვდნენ.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები თებერვლის პირველ სამ კვირაში გაიმართება. ბორჯღალოსნები 5 თებერვალს გერმანიას „ავჭალაზე“ (13:00 საათი) მასპინძლობენ, შემდეგ კი ორ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებენ –  11 თებერვალს ნიდერლანდებს ამსტერდამში ეწვევიან (16:15 თბილისის დროით), 18-ში კი ესპანეთს ტორელავეგაში ეთამაშებიან (22:00).

თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გადის – A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორეადგილოსანს მასპინძლობს, B ჯგუფის გამარჯვებული კი – A ჯგუფის მეორეადგილოსანს. მესამე-მეოთხეადგილოსნები V-VIII ადგილებისთვის განაგრძობენ ბრძოლას.

ნახევარფინალები 4-5 მარტს, ხოლო ფინალები 18-19 მარტს გაიმართება.

 

სამი დებიუტანტი და გამოცდილი რაზმი

ჯგუფური ეტაპის სამი შეხვედრისთვის ლევან მაისაშვილმა 36 მორაგბეს უხმო – 17-ს – ხაზში და 19-ს – შერკინებაში. მათ შორისაა გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელიც პირველ ორ თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

გაფართოებულ რაზმშია ლაშა მალაღურაძე, რომელსაც 99 სანაკრებო კეპი აქვს მოხვეჭილი და თუ რომელიმე თამაშში მიიღებს მონაწილეობას, დავით კაჭარავას (122 კეპი), მერაბ კვირიკაშვილის (115), სანდრო თოდუას (103) და გიორგი ჩხაიძის (100) შემდეგ მეხუთე ქართველი გახდება, ვისაც საქართველოს ნაკრებში 100 მატჩი უთამაშია.

საქართველოს ნაკრები

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 35 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 5 კეპი), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, უკეპო); ბექა გიგაშვილი (ტულონი, 30 კეპი, 10 ქულა), გურამ პაპიძე (პო, 5 კეპი, 5 ქულა), ვახტანგ აბდალაძე (ლენსთერი, 1 კეპი);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 93 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 26 კეპი, 20 ქულა), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი, უკეპო);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 77 კეპი, 10 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 42 კეპი, 5 ქულა), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 5 კეპი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 1 კეპი);

მესამე ხაზი: ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 36 კეპი, 50 ქულა), ბექა საღინაძე (ლიონი, 31 კეპი, 15 ქულა), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 24 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 18 კეპი, 20 ქულა), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი, 17 კეპი, 10 ქულა), ბექა გორგაძე (პო, 39 კეპი, 60 ქულა);

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 70 კეპი, 73 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 41 კეპი, 27 ქულა), მიხეილ ალანია (ორიაკი, 7 კეპი); ლაშა მალაღურაძე (ყოჩები, 99 კეპი, 198 ქულა), თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 38 კეპი, 307 ქულა), ლუკა მატკავა (შავი ლომი, 2 კეპი, 3 ქულა);

ცენტრები: გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 43 კეპი, 25 ქულა), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 21 კეპი, 5 ქულა), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 1 კეპი), ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 2 კეპი), მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 70 ქულა);

ფრთები: სანდრო თოდუა (შავი ლომი, 103 კეპი, 80 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 23 კეპი, 95 ქულა), ოთარ ლაშხი (შავი ლომი, უკეპო);

ფულბეკები: ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 93 კეპი, 53 ქულა), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 21 კეპი, 45 ქულა), დავით ნინიაშვილი (ლიონი, 17 კეპი, 33 ქულა).