რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა - თბილისში რუმინეთს ვუმასპინძლებთ #1TVSPORT
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა - თბილისში რუმინეთს ვუმასპინძლებთ #1TVSPORT

გაირკვა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე – B ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებმა რუმინეთის ნაკრებს 38:20 მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. შესაბამისად, 5 მარტს ნახევარფინალში თბილისში საქართველოს ნაკრები B ჯგუფის მეორეადგილოსანს, რუმინეთს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა სამიდან სამი შეხვედრა მოიგო (შინ გერმანიასთან 75:12, სტუმრად ნიდერლანდებთან 40:8 და ესპანეთთან 41:3), A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რამაც „ბორჯღალოსნებს“ ნახევარფინალში მასპინძლობის უფლება მოუტანა.

მეორე ნახევარფინალში პორტუგალიის ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს.

აქვე გეტყვით, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალები 18-19 მარტს გაიმართება.