რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისთვის მზადება დაიწყო - ლევან მაისაშვილმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისთვის მზადება დაიწყო - ლევან მაისაშვილმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 33 მოთამაშის შემადგენლობით „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბა და 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადება დაიწყო – 5 მარტს საქართველო „ავჭალაზე“ რუმინეთის ნაკრებს შეხვდება, თამაში 16:00 საათზე დაიწყება

გაფართოებულ შემადგენლობაში მცირედი ცვლილებებია. ვახტანგ აბდალაძის ნაცვლად შეკრებაზეა სანდრო ქუნთელია, რომელიც გუნდს ტრავმის შემდეგ ესპანეთთან მატჩის წინ შეუერთდა, თუმცა თამაში არ მოუწია. მიხეილ ალანიას ნაცვლად ლევან მაისაშვილმა თენგიზ პერანიძეს უხმო, რომელსაც სანაკრებო დებიუტი შარშან, ზაფხულში ურუგვაისთან ჰქონდა და მას შემდეგ არ უთამაშია.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალში 4 მარტს ერთმანეთს პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდები 19 მარტს ფინალში თბილისის დროით 23:00 საათზე ესპანეთის ქალაქ ბადახოსში ითამაშებენ, მესამე ადგილისთვის მატჩი კი იქვე 20:15 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ 92“, 35 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე („შავი ლომი“, 8 კეპი), სერგო აბრამიშვილი („სტად ფრანსე“, 3 კეპი); ბექა გიგაშვილი („ტულონი“, 32 კეპი, 15 ქულა), გურამ პაპიძე („პო“, 7 კეპი, 5 ქულა), ალექსანდრე ქუნთელია („ლა როშელი“, 2 კეპი, 5 ქულა);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი („შავი ლომი“, 95 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე („შავი ლომი“, 28 კეპი, 30 ქულა), თენგიზ ზამთარაძე („შავი ლომი“, 2 კეპი);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე („ბეიონი“, 80 კეპი, 15 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი („შავი ლომი“, 44 კეპი, 5 ქულა), ლადო ჩაჩანიძე („ნევერი“, 8 კეპი), მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“, 2 კეპი);

მესამე ხაზი: ოთარ გიორგაძე („მონტობანი“, 38 კეპი, 50 ქულა), ბექა საღინაძე („ლიონი“, 34 კეპი, 15 ქულა), გიორგი ცუცქირიძე („სტად ფრანსე“, 27 კეპი, 30 ქულა), თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“, 20 კეპი, 25 ქულა), მიხეილ გაჩეჩილაძე („შავი ლომი“, 19 კეპი, 20 ქულა);

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“, 73 კეპი, 73 ქულა), გელა აფრასიძე („მონპელიე“, 43 კეპი, 27 ქულა), თენგიზ პერანიძე („შავი ლომი“, 1 კეპი); თედო აბჟანდაძე („მონტობანი“, 40 კეპი, 322 ქულა), ლუკა მატკავა („შავი ლომი“, 5 კეპი, 34 ქულა);

ცენტრები: გიორგი კვესელაძე („გლოსთერი“, 45 კეპი, 25 ქულა), დემე თაფლაძე („შავი ლომი“, 23 კეპი, 5 ქულა), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“, 2 კეპი), მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“, 91 კეპი, 75 ქულა, კაპ.);

ფრთები: სანდრო თოდუა („შავი ლომი“, 105 კეპი, 85 ქულა), აკა ტაბუცაძე („შავი ლომი“, 26 კეპი, 120 ქულა), ოთარ ლაშხი („შავი ლომი“, 1 კეპი, 5 ქულა);

ფულბეკები: ლაშა ხმალაძე („შავი ლომი“, 95 კეპი, 53 ქულა), მირიან მოდებაძე („შავი ლომი“, 22 კეპი, 45 ქულა), დავით ნინიაშვილი („ლიონი“, 19 კეპი, 43 ქულა).