რაგბი | ექვსი ერის ფესტივალზე ირლანდიასთან მესამე მატჩისთვის უმცროსი „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
საქართელოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ექვსი ერის ფესტივალზე ირლანდიასთან დასკვნითი მატჩისთვის შემადგენლლობა დასასახელა – მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 15:15 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო გუნდის კაპიტანი დავით ბარამია და შოთა გვრიტიშვილი გამოაკლდნენ. მათ ნაცვლად გუნდს საბა გიორგაძე და ზაზა ლეჟავა დაემატნენ, რომელთაგან ლეჟავა სასტარტო შემადგენლობაშია, გიორგაძე კი მატჩში მარქაფიდან ჩაერთვება.
სრულად შეიცვალა ღერძი – პირველი წუთებიდან გიორგი ხონელიძე და გიორგი გაბუნია ითამაშებენ, ცენტრში თამაშს გიორგი კეკელია დაიწყებს. სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება ივა კვირიაშვილი. სასტარტოში ადგილი შეინარჩუნეს დათა ახვლედიანმა (რომელიც ბარამიას არყოფნაში გუნდის კაპიტანი იქნება), დავით არობელიძემ და ლუკა ჭაკუამ.
უელსთან მატჩის შემდეგ უცვლელია შერკინების პირველი ხაზი – ნიკოლოზ ბალანჩივაძე, ლუკა წიკლაური და გიორგი ბერძენიშვილი. სრულად შეიცვალა მეორე ხაზი, სადაც მესამე ხაზიდან გიორგი არძენაძემ გადაინაცვლა, ბარამია კი ნიკოლოზ ჩხორთოლიამ შეცვალა. ფლანკერის პოზიციიდან შერკინების შემკვრელად გადაინაცვლა გიორგი ზაზაძემ, ხოლო სასტარტოში დაწინაურდა იოსებ ღვინჯილია.

საქართველოს შემადგენლობა ირლანდიასთან მატჩში:
ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა („ფოთი“), 14. დავით არობელიძე („არმია“),13. დათა ახვლედიანი („ლელო“, კაპ.), 12. გიორგი კეკელია („ლოკომოტივი“), 11. ივა კვირიაშვილი („ლელო“), 10. გიორგი გაბუნია („ლელო“), 9. გიორგი ხონელიძე („ლელო“);
შერკინება: 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე („ოიონა“, საფრანგეთი), 2. ლუკა წიკლაური („ხვამლი“), 3. გიორგი ბერძენიშვილი („ლელო“), 4. გიორგი არძენაძე („ბათუმი“), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია („მონპელიე“, საფრანგეთი), 6. ზაზა ლეჟავა („აია“), 7. იოსებ ღვინჯილია („ლელო“), 8. გიორგი ზაზაძე („ხარები“).
მარქაფა: 16. სანდრო გამყრელიძე („აკადემია“), 17. გაბრიელ რაზმაძე („ორიაკი“, საფრანგეთი), 18. დავით ხურციძე („ლელო“), 19. მათე ბერუაშვილი („ლოკომოტივი“), 20. ანდრია ბილანიშვილი („ინგლისი“); 21. გოგა უშვერიძე („აია“), 22. ლევან ბუცხრიკიძე („ლელო“), 23. დემეტრე დევდარიანი („სენტ მერი“, ინგლისი), 24. ლუკა ტაბატაძე („არმია“), 25. ავთანდილ ზვიადაძე („აია“), 26. საბა გიორგიძე („ლელო“).