რაგბი | „ეკიპი“ - ლუკა მატკავა „ოიონასთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
რაგბი | „ეკიპი“ - ლუკა მატკავა „ოიონასთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მგეზავმა, ლუკა მატკავამ, შესაძლოა, კარიერა საფრანგეთის მეორე დივიზიონის (PRO D2) გუნდ „ოიონაში“ გააგრძელოს – ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ ავრცელებს.

აპრილში მატკავა „შავი ლომიდან“ საფრანგეთის TOP 14-ის „კასტრში“ სეზონის ბოლომდე „სამედიცინო ჯოკერის“ სტატუსით გადავიდა, სადაც ერთი მატჩი ჩაატარა „ტულუზის“ წინააღმდეგ.

ქართველი მორაგბის შეძენით რამდენიმე ფრანგული კლუბი დაინტერესდა, თუმცა მათგან ყველაზე მეტად „ოიონამ“ იაქტიურა და, „ეკიპის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი უახლოეს პერიოდში მატკავასთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ „იოინაში“ საქართველოს ნაკრების წევრი ვასილ ლობჟანიძე თამაშობს, ცოტა ხნის წინ კი კლუბთან კონტრაქტი ვანო კარკაძემ გააფორმა.

„ოიონამ“ გასულ სეზონში 30 მატჩიდან 12 მოიგო, 61 ქულა დააგროვა და სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულა.