რაფინიას სადებიუტო მატჩში გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა ჰქონდა - „ბარსელონამ“ „ინტერ მაიამის“ ექვსი გოლი გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
რაფინიას სადებიუტო მატჩში გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა ჰქონდა - „ბარსელონამ“ „ინტერ მაიამის“ ექვსი გოლი გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნეში მყოფმა „ბარსელონამ“ პირველი წინასასეზონო მატჩი გამართა და ფორტ-ლოდერდეილის (ფლორიდას შტატი) სტადიონზე 6:0 გაანადგურა „ინტერ მაიამი“.

გოლები გაიტანეს პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, დებიუტანტმა რაფინიამ, ანსუ ფატიმ, გავიმ, მემფის დეპაიმ და უსმან დემბელემ. რაფინიამ ასევე ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

„ბარსელონას“ სასტარტო შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: ტერ შტეგენი – დესტი, კრისტენსენი, ერიკ გარსია, ბალდე – ნიკო, პედრი, კესიე – რაფინია, ობამეიანგი – ფატი. შეცვლაზე შევიდნენ: პენია, სერხი რობერტო, არაუხო, დე იონგი, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, პაბლო ტორე, გავი, აბდე, დეპაი, დემბელე, კოლადო, კასადო.

კატალონიელთა კიდევ ერთი დებიუტანტი რობერტ ლევანდოვსკი განაცხადში არ ყოფილა.

აშშ-ში ტურნეს დროს, „ბარსელონა“ ასევე ითამაშებს „რეალის“ (23 ივლისი, ლას ვეგასი), „ამერიკასა“ (26 ივლისი, სან ფრანცისკო) და „იუვენტუსის“ (30 ივლისი, ლოს ანჯელესი) წინააღმდეგ.