რაფინიას ხუთი კვირა გაუცდება – გარემარბი აპრილში „ატლეტიკოსთან“ სამ მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT
„ბარსელონას“ ბრაზილიელი გარემარბი რაფინია თვეზე მეტს გამოტოვებს ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო, რომელიც მან საფრანგეთთან ამხანაგური მატჩისას მიიღო.
უფრო ზუსტად, რაფინიას ხუთი კვირა გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელი აპრილში გამოტოვებს სამ შეხვედრას „ატლეტიკოს“ წინაააღმდეგ (ორი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ერთი – ლა ლიგაზე), ასევე დერბის „ესპანიოლთან“ და მატჩებს „სელტასა“ და „ხეტაფეს“ წინააღმდეგ.
სავარაუდოდ, რაფინია მზად იქნება მაისის დასაწყისში „ოსასუნას“ წინააღმდეგ მატჩისთვის.