რაფინიამ „ბარსელონას“ შეთავაზებული ახალი კონტრაქტი დაიწუნა #1TVSPORT

15:49, 26.04.2025

„ბარსელონა“ ჯერჯერობით ვერ ახერხებს ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას თავის ერთ-ერთ ვარსკვლავთან რაფინიასთან.

28 წლის გარემარბის მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მხარეებს სურთ თანამშრომლობის გაგრძელება.

გამოცემა Diario Sport-ის ინფორმაციით, „ბარსელონამ“ გადაწყვიტა ბრაზილიელ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, მაგრამ მნიშვნელოვან პუნქტებში მხარეების პოზიციები სერიოზულად განსხვავებულია.

„ბარსელონა“ რაფინიას სთავაზობს კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელებას კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების ოპციით. კლუბს სურს თავიდან აიცილოს ისეთი შემთხვევების გამეორება, როცა ფეხბურთელები ძალიან გრძელ და ძალიან სარფიან ხელშეკრულებებს აფორმებდნენ. თავად გარემარბს იმედი აქვს, რომ კლუბისგან ახალი კონტრაქტით ორ გარანტირებულ წელს მიიღებს.

გარდა ამისა, რაფინია უკმაყოფილოა შეთავაზებული ხელფასით. ფეხბურთელის აგენტები დაჟინებით მოითხოვენ, რომ „ბარსელონამ“ გააუმჯობესოს წინადადება, რათა დაარწმუნოს რაფინია კონტრაქტის გაგრძელებაზე.

რაც შეეხება გამოსასყიდი თანხის ოდენობას, ამ საკითხში პრობლემა არ არსებობს. კლუბი და ფეხბურთელი თანხმდებიან, რომ თანხა დიდი არ უნდა იყოს – სავარაუდოდ, ის 80 მილიონ ევროს გაუტოლდება.

მიმდინარე სეზონში რაფინიამ 31 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი