რაფინია სერიოზულ ტრავმას გადაურჩა #1TVSPORT

15:08, 04.10.2026

„ბარსელონას“ გარემარბმა რაფინიამ სერიოზული ტრავმა აიცილა თავიდან.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი ვადაზე ადრე დაბრუნდა ბრაზილიის ნაკრებიდან „ბარსელონაში“ ბარძაყის დაზიანებოს გამო.

რაფინიამ გაიარა სამედიცინო შემოწმება კატალონურ კლუბში, რამაც გამოავლინა მარჯვენა ბარძაყზე სისხლჩაქცევა, რითაც დადასტურდა პირველადი დიაგნოზი.

იტყობინებიან, რომ ტრავმა სერიოზული არ არის, ამიტომაც არაა გამორიცხული ბრაზილიელის თამაში 10 ოქტომბერს „ხეტაფეს“ წინააღმდეგ.

მსგავსი