რაფინია საფრანგეთის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრის დროს დაშავდა #1TVSPORT

14:30, 27.03.2026

ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, რაფინიამ საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩის დროს ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა.

რაფინიამ მატჩის პირველ ტაიმში ბარძაყის კუნთი დაიზიანა და მეორე ტაიმში მოედანზე გასვლა ვეღარ მოახერხა. მის ნაცვლად კარლო ანჩელოტიმ თამაშში ლუის ენრიკე ჩართო.

29 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემწმებას გაივლის და შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას.

რაფინიას გუნდს, „ბარსელონას“ აპრილში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ორი მატჩი ელის.

მსგავსი