მიმდინარე სეზონში სათამაშო კრიზისი „მანჩესტერ სიტის“ აიძულებს მნიშვნელოვნად გადაახალისოს შემადგენლობა. მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კლუბის ხელმძღვანელობას დაუსახელა ფეხბურთელი, რომლის ხილვაც სურს შემადგენლობაში.
გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტიმ“ მიზნად დაისახა „ბარსელონას“ ვარსკვლავის რაფინიას შეძენა. თუმცა ამ ტრანსფერის განხორციელება რთული იქნება, რადგან „ბარსელონა“ ბრაზილიელს 100 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხად არ დათმობს.
თავად რაფინია ბედნიერად გრძნობს თავს „ბარსელონაში“ და ჯერ არ აპირებს კლუბის დატოვებას.
მიმდინარე სეზონში რაფინიამ ყველა ტურნირზე 29 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.