რაფინია ლა ლიგას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია #1TVSPORT
რაფინია ლა ლიგას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდი რაფინია ესპანური ლა ლიგას საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 2024-25 წლების სეზონში კატალონურმა კლუბმა ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით 88 ქულა დააგროვა და ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

ამ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა სწორედ რაფინიამ. ბრაზილიელმა ფორვარდმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

საფინალო ხმის მიცემაში რაფინიამ გაუსწრო თავის თანაგუნდელებს ლამინ იამალს, პედრისა და რობერტ ლევანდოვსკის, აგრეთვე „რეალის“ ფეხბურთელებს კილიან მბაპეს, ვინისიუსსა და ჯუდ ბელინგემს, ისკოს (ბეტისი) და ოიჰან სანსეტს (ბილბაო).