რაფინია – „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას ვაპირებ #1TVSPORT
„ბარსელონას“ კაპიტანმა, რაფინიამ განაცხადა, რომ კლუბში დარჩენა სურს.
„დიახ, ვაპირებ კონტრაქტის გახანგრძლივებას. როცა ის პირველად გავახანგრძლივე, 2028 წლამდე მოვაწერე ხელი იმ ვარაუდით, რომ მაშინ 30 ან 31 წლის ვიქნებოდი და არ ვიცოდი, მოვლენები როგორ განვითარდებოდა.
იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დავიწყე სეზონი, ვფიქრობ, კიდევ რამდენიმე წელი შევძლებ თამაშის გაგრძელებას. ძალიან გამიხარდება კონტრაქტის გახანგრძლივება და, იმედი მაქვს, კარიერას აქ დავასრულებ“, – განუცხადა 29 წლის ფეხბურთელმა რადიო RAC1-ს.
2026/2027 წლის სეზონის პირველ შვიდ შეხვედრაში რაფინიამ 11 გოლის გატანა მოახერხა.