რაფინია „ბარსელონას“ ორ უახლოეს შეხვედრას გამოტოვებს #1TVSPORT
„ბარსელონას“ ფორვარდი რაფინია ვერ მიიღებს მონაწილეობას თავისი გუნდის ორ უახლოეს მატჩში – ლა ლიგაში „ხეტაფეს“ და ჩემპიონთა ლიგაზე „გალათასარაის“ წინააღმდეგ. ამის შესახებ განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა.
29 წლის ბრაზილიელმა ვადაზე ადრე დაასრულა ბრაზილიის ნაკრებში შეკრება ბარძაყის დაზიანების გამო. სამედიცინო შემოწმებამ მარჯვენა ბარძაყზე სისხლჩაქცევა დააფიქსირა.
„ეს ტრავმა არ არის, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მას სამი ტრავმა ჰქონდა გასულ წელს, ასე რომ, მასზე უნდა ვიზრუნოთ. ის ვერ ითამაშებს შაბათს „ხეტაფესთან“ და სამშაბათს „გალათასარაისთან“, – განაცხადა ფლიკმა.