რაფაელ ვან დერ ვაარტი დანიის მე-9 დივიზიონის ჩემპიონი გახდა
რაფაელ ვან დერ ვაარტი დანიის მე-9 დივიზიონის ჩემპიონი გახდა

36 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი „ესბერგის“ დუბლშემადგენლობასთან ერთად დანიის სერია 4-ის ჩემპიონი გახდა. ეს არის სიძლიერით ქვეყნის მეცხრე დივიზიონი.

„ვამაყობ გუნდით! “ესბერგთან“ ერთად, ახლახანს, სერია 4-ის ჩემპიონები გავხდით! ვბერდებით, მაგრამ ვიმარჯვებთ!“ – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ ვან დერ ვაარტმა.

ჰოლანდიელს უთამაშია „აიაქსში“, „ჰამბურგში“, „რეალში“, „ტოტენჰემში“. ვან დერ ვაარტი 2010 წელს  მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, სულ ჰოლანდიის ნაკრებში კი 109 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.