რაფაელ ნადალზე მინისერიალი emmy-ს პრემიაზეა ნომინირებული #1TVSPORT

11:30, 10.07.2026

ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელის რაფაელ ნადალის ცხოვრებასა და კარიერაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმი „რაფა“ ნომინირებულია 2026 წლის ემის პრემიაზე.

Netflix-ის სპორტული მინისერიალი იბრძოლებს გამარჯვებისთვის ნომინაციაში „დოკუმენტური ან ნონფიქშენ სერიალი“.

„რაფას“ კონკურენტები იქნებიან „ამერიკული რევოლუცია“, „მისტერ სკორსეზე“, „შონ კომბსი: ანგარიშსწორება“ და „მკვლელობა იოგურტკაფეში“.

ემის დაჯილდოების ცერემონია 14 სექტემბერს ლოს ანჯელესში გაიმართება.

მსგავსი