რაფაელ ნადალს საკუთარ აკადემიაში დაბადების დღე სოციალური დისტანციის დაცვით მიულოცეს [ვიდეო]
რაფაელ ნადალს საკუთარ აკადემიაში დაბადების დღე სოციალური დისტანციის დაცვით მიულოცეს [ვიდეო]

ოთხშაბათს, მსოფლიოს მეორე ჩოგანს რაფაელ ნადალს 34 წელი შეუსრულდა.

მალიორკაზე ჩოგბურთელის აკადემიის ერთ-ერთი კორტის ცენტრში გამოიტანეს საზეიმო ტორტი, ტრიბუნებზე კი აკადემიის აღსაზრდელები და პერსონალი განთავსდნენ და დაბადების დღის სიმღერა შეასრულეს. ამასთან, კორტის ყველა სტუმარი მკაცრად იცავდა სოციალური დისტანციის წესებს.

უფრო ადრე ესპანელმა გამოაცხადა, რომ შესაძლოა, გამოტოვოს 2020 წლის როლან გაროსი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შემოდგომაზე გაიმართება.

დღეისთვის, ყველა ოფიციალური საჩოგბურთო ტურნირი 31 ივლისამდეა გაუქმებული.