რაფაელ ნადალმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში გაინაღდა
რაფაელ ნადალმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში გაინაღდა

ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი წელს პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტორონტოს „მასტერსზენადალმა მეოთხედფინალში სამ სეტში მოუგო ხორვატ მარინ ჩილიჩს – 2:6, 6:4, 6:4.

ამ შედეგმა რაფაელს წლის ბოლოს, სეზონის დასკვნით ტურნირზე ყოფნის გარანტია მისცა. სეზონის შემაჯამებელი ჩემპიონატი ნოემბერში, ლონდონში გაიმართება. ნადალი ამ ტურნირზე კარიერაში ზედიზედ მეთოთხმეტედ ითამაშებს და ის არასოდეს არ აქვს მოგებული.

ტორონტოს „მასტერსის“ ნახევარფინალში ნადალი რუს კარენ ხაჩანოვს შეხვდება.