რაფაელ ნადალმა თვითიზოლაციაში დასთან ჩოგბურთი წააგო (ვიდეო)
რაფაელ ნადალმა თვითიზოლაციაში დასთან ჩოგბურთი წააგო (ვიდეო)

მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი აგრძელებს ჩოგბურთის თამაშს შინ, თვითიზოლაციის პირობებში.

„დიდი სლემის“ ტურნირების 19-გზის ჩემპიონმა პარტნიორად თავისი და მარიბელ ნადალი აირჩია. მოთამაშეებმა ბადედ გამოიყენეს ორი სავარძელი, ხოლო ამ მინი-მატჩის გამარჯვებული მარიბელი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, მამაკაცთა და ქალთა საჩოგბურთო ტურებში 13 ივლისამდე პაუზაა გამოცხადებული.