რაფაელ ნადალმა ტორონტოს „მასტერსი“ დატოვა #1TVSPORT
რაფაელ ნადალმა ტორონტოს „მასტერსი“ დატოვა #1TVSPORT

მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს ამ კვირას მიმდინარე ტორონტოს „მასტერსზე“.

„მართლაც ძალიან მინდოდა აქ თამაში, მაგრამ მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ გამოვიდე ტურნირზე. ყველასთვის ცნობილია, რომ ბოლო თვეებში პრობლემები მქონდა ფეხთან დაკავშირებით“, – მოჰყავს „დიდი სლემის“ 20-გზის ჩემპიონის სიტყვები ტურნირის პრესსამსახურს.

აღნიშნავენ, რომ ნადალი მარცხენა ტერფის ტრავმის გამო გახდა იძულებული მოხსნილიყო ტურნირიდან. ესპანელი ტორონტოში მეორე ნომრად იყო განთესილი და მას ძირითად ბადეში მისი თანამემამულე ფელისიანო ლოპესი შეცვლის.