რაფაელ ნადალმა სენსაციურად წააგო მონტე კარლოს „მასტერსის“ მეოთხედფინალი #1TVSPORT
რაფაელ ნადალმა სენსაციურად წააგო მონტე კარლოს „მასტერსის“ მეოთხედფინალი #1TVSPORT

სენსაციურად დასრულდა მონტე კარლოს „მასტერსის“ მეოთხედფინალი ესპანელ რაფაელ ნადალსა და რუს ანდრეი რუბლიოვს შორის. „გრუნტის მეფემ“, რომელმაც წინა ორ მატჩში მხოლოდ ხუთი გეიმი დათმო, ორ საათსა და 33 წუთში სამ სეტში წააგო – 2:6, 6:4, 2:6.

ნადალი პირველ სეტში ძალიან ცუდად გამოიყურებოდა საკუთარ მოწოდებაზე – ვერც ერთი ეისი ვერ ჩააწოდა, ხუთი ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე შვიდი ქულა აიღო, მეორეზე – ოთხი. ამით რუბლიოვმა კარგად ისარგებლა – ექვსი ბრეოკ-პოინტი გამოიმუშავა და სამი გამოიყენა. ნადალს ორი ბრეიკ-პოინტი და ერთი ბრეიკი ჰქონდა.

პირველ სეტში ნადალს ერთადერთი კარგი სათამაშო მონაკვეთი მაშინ ჰქონდა, როცა ზედიზედ რვა ქულა აიღო და 0:2-დან 2:2 გახადა ანგარიში, მაგრამ ამის შემდეგ, რუსმა ზედიზედ ოთხი გეიმის მოგებით დაასრულა პარტია.

მერე სეტის პირველის მსგავსად დაიწყო – რუბლიოვმა პირველ გეიმში ბრეიკი შეასრულა. ნადალი ბევრს ეცადა უკუბრეიკის შესრულებას, სამ გეიმში ექვსჯერ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე და მერვე გეიმში მეექვსე ცდაზე გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი მეათე გეიმში მეორე ბრეიკიც აიღო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ნადალმა 2:4-დან ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო. სეტი საათი და 14 წუთი გრძელდებოდა.

დაიწყო მესამე სეტი და რუბლიოვმა ისევ პირველ გეიმში შეასრულა ბრეიკი. ნადალმა იქვე უპასუხა, მაგრამ ამის შემდეგ, რუსმა დიდი უპირატესობა მოიპოვა, ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და მალე მატჩზეც ჩააწოდა.