რაფაელ ნადალმა კორონავირუსის პაუზისას ფიზიკურ ფორმის პრობლემებზე ილაპარაკა
რაფაელ ნადალმა კორონავირუსის პაუზისას ფიზიკურ ფორმის პრობლემებზე ილაპარაკა

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ილაპარაკა იმის შესახებ, როგორ იმოქმედა საჩოგბურთო სეზონისას კორონავირუსის პაუზამ მის ფიზიკურ ფორმაზე.

„რაც შეეხება ჩემს სხეულს თვითიზოლაციის პერიოდში, მას საკმაოდ გაუჭირდა. იყო დღეები, როცა ცოტას ვივარჯიშებდი, შემდეგ კი უსიამოვნო შეგრძნებები მქონდა მთელს სხეულში. იძულებული ვიყავი, მევარჯიშა ყოველგვარი ჩამოყალიბებული მიზნების გარეშე, ეს კი მხოლოდ ამძიმებდა ჩემს პრობლემებს. კარგია, რომ იმ მომენტში ჩემს გვერდით საჭირო ადამიანები იყვნენ, რომლებიც მიბიძგებდნენ სწორი მიმართულებით, როცა ამის საჭიროება არსებობდა. და მაძლევდნენ თავისუფლებას, როცა ეს მჭირდებოდა.

ჩვენ მოგვიწია რთული გადაწყვეტილებების მიღება, მაგალითად, უარი გვეთქვა აშშ-ის ღია პირველობაზე. არ ვიცი, იყო თუ არა ეს სწორი გადაწყვეტილება. დღეს ყველა კმაყოფილია იმით, რომ მე როლან გაროსის მოგება შევძელი. მაგრამ ვინ იცის, როგორი იქნებოდა ჩემი გამოსვლა ამ ტურნირზე, მე რომ მანამდე ნიუ იორკში ჩავსულიყავი.

ასეთია რეალობა სპორტში, ყველაფერი დამოკიდებულია საბოლოო შედეგებზე. ჩემს გუნდთან შედარებით, მე ყველაზე მეტად დავზარალდი იზოლაციაში. მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც ურჩევნია მუდმივად ადამიანების გარემოცვაში იყოს, ამ დროს კი ჩემი მწვრთნელი კარლოს მოია სრულიად საპირისპირო ადამიანია. ჩემთვის ეს რთული გამოდგა. დღეები პაუზის დროს ძალიან გრძელი იყო – პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჯოისტიკი მოვიმარჯვე და მოიასთან ერთად ბევრს ვთამაშობდი“, – თქვა ნადალმა.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ნადალმა მეცამეტედ მოიგო როლან გაროსი. ეს იყო მისთვის მე-20 ტიტული „დიდ სლემზე“ და ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა რეკორდსმენ როჯერ ფედერერს.